ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში დაზარალებულის თანხმობის საკითხი აღარ დგას

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში დაზარალებულის თანხმობის საკითხი აღარ დგას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტია ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლს არ შეეხება, შესაბამისად, თანხმობის ნაწილი აზრს კარგავს.

„დაზარალებულის თანხმობასთან დაკავშირებით ჩვენ ვსვამთ სამართლიან საკითხს, თუკი ვთანხმდებით, რომ თუ დადგინდება ვინმემ განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა პირს, ამ მუხლს არ უნდა შეეხოს, დაზარალებულის თანხმობა რა შუაშია?! ეს ამორალურია, რომ ასეთ ადამიანთან ვინმე მივიდეს და თანხმობა აიღოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას ამნისტიაზე და ეს პროექტში ჩავწეროთ. საერთოდ მუხლს არ ვახებთ, ანუ თანხმობის საკითხი აღარ დგას. თანხმობის საკითხი არ უნდა გადავიდეს მოქალაქეებზე და არ უნდა გახდეს ვაჭრობისა და განხეთქილების საფუძველი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა