ტერეზა ჩერვინსკა - ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ შეთანხმდნენ

ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაფართოების და ქვეყნის ინფრასტრუქტურის სფეროში ორი მსხვილი პროექტის დაფინანსების შესახებ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში,- ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ტერეზა ჩერვინსკა განმარტავს, ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ალგეთი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთებს დააფინანსებს.

„პანდემიით განპირობებული ყველა სირთულისა და შეზღუდვების მიუხედავად, 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა, ხელი შეუწყო ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა კაპიტალდაბანდება ჰოსპიტალური სექტორის სასიცოცხლო განახლებასა და მთავარ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რითაც ქვეყანას დაეხმარა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ეკონომიკის ამოქმედებაში.

ახლა კი, დადგა დრო კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსთვის! ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ალგეთი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთებს. სამუშაოების დასრულების შედეგად, საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და სამეწარმეო შესაძლებლობები. ქვეყანაში ვიხილავთ უფრო სწრაფ სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ახალი დაფინანსებით ხდება ევროპელთა გუნდის მხარდაჭერის გაფართოვება, რათა უფრო სწრაფად მოხდეს გამანადგურებელი ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან თავის დაღწევა. ამ ინიციატივით მოხდება კავშირების გაძლიერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. მადლობას მოგახსენებთ იმ ნდობისთვისაც, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკისადმი გამოხატავთ,“ - აცხადებს ტერეზა ჩერვინსკა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა