რატი იონათამიშვილი - გიორგი რურუას გამოშვების საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭება აჩვენებს იმ კრიმინალურ ბუნებას, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა გიორგი რურუას გამოშვება იყო და ასეთი საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭება „აჩვენებს იმ კრიმინალურ ბუნებას, რომლითაც ეს პარტია გამოირჩევა“.

ამის შესახებ იონათამიშვილმა ჟურნალისტებს გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომ დღემდე რჩება საქართველოში მეორე, ხოლო პირველ ოპოზიციურ პარტიად. ამ პარტიის მთავარი ამოცანა იყო რურუას ციხიდან გამოშვება. ესაა ადამიანი, რომლის კრიმინალური წარსულის და საქმიანობის შესახებ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად იცის. როდესაც ასეთი დამოკიდებულებებით გამოდიხარ პოლიტიკურ ასპარეზზე და მსგავს საკითხებს ანიჭებ პრიორიტეტს, ვფიქრობ, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს იმ კრიმალურ ბუნებას, რომლითაც ეს პარტია გამოირჩევა და ამ პარტიის ლიდერები ასევე სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაში არიან როგორც კრიმინალური დამნაშავის სისტემის შემქმნელები“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ “მთავარი არხის” მეწილემ გიორგი რურუამ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს