ლევან იოსელიანი ამნისტიაზე - თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში

მომხრე ვარ ეს საკითხი მთლიანად გადავფურცლოთ - თუ ვთანხმდებით, რომ ამნისტია უნდა შედგეს, მაშინ იმ შესაძლებლობის დატოვება, რომ ვიღაცის მიმართ მერე პოლიტიკური დევნა დაიწყოს, ამ ამნისტიის არსს ეწინააღმდეგება, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ უმრავლესობის ამნისტიის პროექტი კეტავს შესაძლებლობას, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

იოსელიანი განმარტავს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ნებისმიერი ტიპის გამოძიება, რომელ ხელისუფლებაშიც არ უნდა ჩატარდეს, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაინც პოლიტკურ დევნად აღიქმება. მისივე განცხადებით, თუ სასამართლო სისტემა რეალურად გაჯანსაღდება, მაშინ ამნისტიის აუცილებლობაც არ იქნება.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთლიანობაში მათ პოზიციებს შორის დიდი სხვაობა არ არის. საუბარი დავიდა იქამდე, რომ დაზარალებულების თანხმობა - ართანხმობა არის მთავარი განმასხვავებელი, რაც მგონია, რომ არ არის ის საკითხი, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგებოდა, თუმცა, მაინც გადაწყდა, რომ ორივე მხარე დაარეგისტრირებდა თავიან ვერსიას.

თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ თუ 20 ივნისის საქმის ამნისტიაზე ვმსჯელობთ, ეს საკითხი მთლიანად გადავფურცლოთ და ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ხელისუფლება რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს, 20 ივნისი ვეღარ იქნება გამოყენებული ინსტრუმენტად, რომ ვიღაცის მიმართ დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე შეთანხმდნენ მხარეები. პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ნებისმიერი ტიპის გამოძიება რომელ ხელისუფლებაშიც არ უნდა ჩატარდეს, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს მაინც აღიქმება პოლიტიკურ დევნად. მეორე მხრივ პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მტკიცებულებები არის მყიფე, საზოგადოებაშიც ცალსახა არ არის შეფასება რაღაც კონკრეტული მოვლენის მიმართ და ვთანხმდებით, რომ უნდა შედგეს ამნისტია, მაშინ იმ შესაძლებლობის დატოვება, რომ ვიღაცის მიმართ დაიწყოს მერე პოლიტიკური დევნა, ამ ამნისტიის არსს ეწინააღმდეგება,"- განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა