გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

,,გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ორ სამსახურს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრამდე გრიგოლ ლილუაშვილმა და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო