ეკატერინე ტიკარაძე - ვგეგმავთ, ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის რეჟიმზე გადავიდეთ, რაც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი  ქმედითი ინსტრუმენტი გახდება

ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გახდება ბევრად აქტიური, რათა მომავალი ექიმების მომზადების დონე იყოს სათანადოდ მაღალი.

„ვგეგმავთ, ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის რეჟიმზე გადავიდეთ, რაც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტი გახდება. რეგულირების განახლებული მიდგომები საჭიროა როგორც რეზიდენტების, ისე პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. პარალელურად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ დაბერებად და დეფიციტურ დარგებზე, მათ შორის საექთნო საქმიანობაზე. ჩვენი მიზანია ეს პროფესიები გავხადოთ მეტად მოთხოვნადი, რათა საფრთხე არ შეექმნას კონკრტულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა