ეკატერინე ტიკარაძე - არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ჰოსპიტალური სექტორი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც იმ პერიოდში სრული დატვირთვით მუშაობდა.

ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.

„კოვიდ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ჯანდაცვაში ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც იმ პერიოდში სრული დატვირთვით მუშაობდა.

პირველადი ჯანდაცვა ჩვენ გამოვაცხადეთ უმაღლეს პრიორიტეტად და დავიწყეთ ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რომელიც 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება. რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სისტემურ გაუმჯობესებას რამდენიმე მიმართულებით. კონკრეტულად: პირველადი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების გაუმჯობესებულ მექანიზმებს; პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოცულობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას; ოჯახის ექიმის რგოლის გაძლიერებას და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რომელიც გულისხმობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ახალ, ციფრულ დონეზე გადასვლას. უკვე შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში. ტელემედიცინა ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებელ მოსახლეობას ადგილზევე ჰქონდეთ გაუმჯობესებული წვდომა როგორც პირველადი ჯანდაცვის, ისე სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმების შესაძლებლობები, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით. ტელემედიცინა შეავსებს რეგიონებში არსებულ საკადრო დეფიციტს და შეამცირებს ექიმების შიდა მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო