ავიაკომპანია FlyArystan საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს

ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი კომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს:

ატირაუ - ქუთაისი - ატირაუ, 2 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;

აქტაუ - ქუთაისი - აქტაუ, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს;

ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანი, 4 მაისიდან - 28 მაისამდე ყოველ სამშაბათს და პარასკევს, ხოლო 2 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე - ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები. რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა