დავით ზალკალიანი - ლიეტუვა ყოველთვის იყოს საქართველოს ერთ-ერთი უერთგულესი მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის. მისი თქმით, ეს ვიზიტი არის ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება და ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პირველი და მეორე ფაზის დროს ლიუტუვის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის, ისევე როგორც ევროინტერგაციის მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ხელისუფლებას იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის ობიექტური ინფორმაცის მიწოდების კუთხით.

„ლიეტუვა ყოველთვის იყოს საქართველოს ერთ-ერთი უერთგულესი მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა