ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია

მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და ნამდვილი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას. მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

საუბრისას მინისტრებმა, Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ლიეტუვაში განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. ლიეტუვის მხარემ ამ მიმართულებით დახმარების მზაობა დაადასტურა.

ლიეტუვის მხარე ასევე, მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებას.

„ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს”,- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

29 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები