ალეკო ელისაშვილი ჯანდაცვის მინისტრს - რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, ფარმაცევტული კომპანიების რამე შეთქმულებაა მოსახლეობის წინააღმდეგ თუ რა ხდება?

რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, რა ხდება? ფარმაცევტული კომპანიების რამე შეთქმულებაა მოსახლეობის წინააღმდეგ თუ რა ხდება? - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისივე თქმით, პენსიონერები ბოლო გროშებსა და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში, წნევის წამალი რომ იყიდონ.

„მაგალითად ჩეხეთში, ევროკაშირის ქვეყანაა, ცხოვრების დონე მაღალია, მაგრამ იქ ერთი დოლარი ღირს ანტიბიოტიკი, რომელიც ჩვენთან 13-17 ლარამდე ღირს. როგორ ხდება ეს ამბავი? იქნებ აგვიხსნათ? ისევ ჩეხეთში, გულის წამალი ღირს დაახლოებით 10 ლარის ექვივალენტი, ჩვენთან ღირს 20 ლარზე მეტი. როგორ ხდება, რას აკეთებს თქვენი უწყება, რომ ასეთი მაღალი ფასები არ ჰქონდეს მედიკამენტებს? ხომ იცით, რომ ჩვენი პენსიონრები ბოლო გროშებსა და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში, ელემენტარულად წნევის წამალი რომ იყიდონ და ისიც არ ყოფნით. რას აკეთებს ან რას ვერ აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის?

მეორე კითხვა, ისევ პენსიონერებს შეეხებათ. 2014 წელს თქვენმა უწყებამ, სოციალური მომსახურების სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება „ლიბერთი ბანკთან“, ეს ხელშეკრულება 2019 წელს ამოიწურა, თუმცა თქვენმა უწყებამ ავტომატურად ორი წლით გაუგრძელა ხელშეკრულების ვადა. ამის საფუძველზე პენსიონერებს ძარცვავს და ატყავებს „ლიბერთი ბანკი“, 36%-ში აძლევს სესხებს, როცა იგივე სესხი, სამომხმარებლო 15-20%-მდეა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. მიგაჩნიათ თუ არა ეს საკითხი პრობლემურად და მზად ხართ თუ არა, რომ „ლიბერთი ბანკთან“ კონტრაქტი გაწყვიტოთ, არ დაელოდოთ კიდევ ერთ წელს და ახალი ადამიანური პირობებით გამოაცხადოთ ტენდერი, რაც ამ სესხებზე პროცენტის დაწევას ავტომატურად გამოიწვევს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო