ეკატერინე ტიკარაძე - შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

ამის შესახებ მან „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

„პანდემიის მართვაში აქტიური ჩართულობის პარალელურად, შრომის ინსპექციის სამსახური უწყვეტად ასრულებდა მის ძირითად საქმიანობას, რომელიც შრომის უსაფრთხოების გარდა, უკვე შრომითი უფლებების დაცვასაც ემსახურება. შრომითი დისკრიმინაცია, გენდერულ ჭრილში შევიწროვება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია ის აქტუალური საკითხებია, რომლებზე ზედამხედველობის პასუხსიმგებლობა აიღო შრომის ინსპექციის სამსახურმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთოხების ინსპექტირების გაძლიერების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები და ფატალური შედეგები. გასულ წელს, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მიუხედავად, არ შეჩერებულა სამშენებლო სექტორის საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ რისკებს მოიცავს.

  • 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია 27 %-ით.
  • ხოლო, სამუშაო გარემოში გარდაცვალების მაჩვენებელი 75%-ით.

მინდა აღვნიშნო, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ წარმოადეგენს დამსჯელობით ორგანოს. არამედ, იგი ზედამხედველობას უწევს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორთან, რომელთანაც ქტიურად ახორციელებს საკონსულტაციო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს. მსგავსი პარტნიორული დამოკიდებულების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში შემოწმებული ობიექტების ხელმეორე გადამოწმებისას, მათი უმრავლესობა პროტოკოლის დაცვით ახორციელებდა საქმიანობას.

უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს