ირაკლი ზარქუა - გიორგი რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა

გიორგი რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა, კომიქსების ჟანრიდანაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, რურუას გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, რათა სიტუაცია განიმუხტოს.

„ეს არის შეთანხმება და ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, იმისთვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს, ეს აუცილებელია. მადლობა პრეზიდენტს, რომ ეს ვალდებულება აიღო”,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და რურუა გუშინვე გათავისუფლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა