თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიინა კალიურანდს შეხვდა.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელიც ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ტალინის სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

,,დღეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. საუბარი აგრეთვე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებსა და ღონისძიებებსაც შეეხო. თბილისში ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს“ , - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ელჩს ტალინში საქართველოს სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს