„საქართველოს წითელი  ჯვრის“ და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგოდეობასა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგოდეობის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.

„მემორანდუმის მიზანია, მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სამომავლოდ ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა-განხორციელება და ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდანვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ საქმიანობებში აქტიურად მონაწილეობდნენ ამა თუ იმ სპორტის სახეობების წარმომადგენლები და ეს ჩართულობა კიდევ უფრო გამყარდება ამერიკული ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა