„საქპატენტი“ საზოგადოებას ოთხწლიან ინსტიტუციურ განვითარების სტრატეგიას წარუდგენს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ საზოგადოებას რამდენიმე თვეში ოთხწლიან ინსტიტუციურ განვითარების სტრატეგიას წარუდგენს.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობა ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის “მმართველობის რეფორმის ფონდი” (UNDP-GRF) მხარდაჭერით და მისი სტრუქტურა დაეფუძნება მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესს“.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესს უძღვებიან ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი“(GEC I systemic business consulting) კონსულტანტები, რომლებიც ატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქპატენტის ყველა დონის მენეჯერებთან და უწყების დაინტერესებულ პირებთან.

ამ დრომდე ჩატარებულია სამი ე.წ. ვორქშოფი,სადაც ღია დისკუსიის ფარგლებში, „საქპატენტის“ მმართველობითი რგოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს უწყების დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. აღნიშნულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად უნდა განისაზღვროს უწყების განვითარების ძირითადი მიმართულებები.

„ოთხწლიანი განვითარების სტრატეგია დაეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პრინციპს, რომელიც უწყების დღის წესრიგში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესაბამისად, სრულად განსაზღვრავს უწყების განვითარების ძირითად მიმართულებებს. განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზანია

არსებული მმართველობითი პროცესების დახვეწისა და ახალი მართვის მექანიზმების, სერვისების შემუშავების გზით, „საქპატენტის“ ორგანიზაციული გაძლიერება და მისი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

მმართველობის რეფორმის ფონდი (Governance Reform Fund - GRF) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ერთობლივი თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს საჯარო უწყებებს მათი უნარების განვითარებასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. პროექტის მიზანია ძლიერი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის განმტკიცებას, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაზრდას, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას. GRF-ი კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გზით ხელს უწყობს საჯარო მოხელეების უნარების გაძლიერებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და სისტემური ცვლილებების დანერგვას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს