ალეკო ელისაშვილი - გაოგნებული ვარ, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს კორონავირუსი და მისი შედეგები - ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ

ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, გაოგნებულია იმით, რომ ოპოზიცია კორონავირუსის საკითხი არ აინტერესებს.

„დღეს მე ვარ გაოგნებული, რომ ოპოზიცია არ შემოვიდა პარლამენტში. არ აინტერესებდათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - კორონავირუსი და მისი შედეგები, ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი და ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ. უბრალოდ დაუჯერებელია”,- განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა