ეკატერინე ტიკარაძე - ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგიერთს 120 ათასი, დამეთანხმებით, რომ ეს არის უსამართლო

ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ანაზღაურება არ ეფუძნება მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

„ვთვლი, რომ ექიმების ხელფასი უნდა იყოს გაცხადებული, რადგან ალბათ ამის ვალდებულებაც გამაჩნია. ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომლესაც დავასახელებ არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი. ვთვლი, რომ ეს გარემო არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას, იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პირობებში სრულიად სამართლიანად აქვს თვეში 120 ათასლარიანი შემოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა