ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ჯონსონი&ჯონსონის“ მწარმოებელმა ვაქცინების მოწოდებაზე საქართველოსთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, ასევე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის „მოდერნასთან“

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოსთან მოლაპარაკების სურვილი ვაქცინების მოწოდების თაობაზე „ჯონსონი&ჯონსონის“ მწარმოებელმა კომპანიამ გამოთქვა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ასევე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“ დაკავშირებითაც.

მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ვაქცინების უსაფრთხო მოწოდებას უზრუნველყოფს.

„გაჟღერებული მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღესდღეობით აღარ არის სიზმარი. მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ვადების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა იქნება ქვეყანაში ხელმისაწვდომი.

გარდა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინისა, ჩვენ ასევე ვაწარმოეთ არაერთი მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან, რომლის შედეგიც სახეზეა და დღესდღეობით „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაზე რეგისტრირდებიან მოქალაქეები და აქტიურად სურთ მისი გამოყენება. ასევე არის „სინოვაკზე“ ხელმისაწვდომობა.

დღესდღეობით ჩვენს მოქალაქეებს აქვთ გარანტია იმის, რომ ისინი უწყვეტად მიიღებენ 350 ათას დოზე „სინოფარმის“ ვაქცინას. მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე 100 ათასამდე დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. სწორედ დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა „ჯონსონი & ჯონსონის“ მწარმოებელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა საქართველოსთან მოლაპარაკებაზე. დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შემოვიდეს და გავიაროთ კონსულტაციები. ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“ რაოდენობაზე და ვადებზე. თითოეული ეს მოლაპარაკება გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, აქედან გამომდინარე მეტ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინების უსაფრთხო მოწოდება და ხარისხიანი ვაქცინები ჩვენს მოქალაქეებს შემდეგ პერიოდში ექნებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კერძო სექტორის მიერ ვაქცინების შემოტანას, მინისტრის თქმით, ეს საკითხი არ განიხილება. ამასთან, ტიკარაძე რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბაზარზე დღეს ბევრი ფალსიფიცირებული ვაქცინაა.

„ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ და ინტერნეტშიც იძებნება, თუ რა რეაქცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებით. მათი ხელმძღვანელობა ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი აარიდონ მსგავს გარიგებებს, ვინაიდან აქ არის არაერთი კორუფციული სქემა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. არის ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული ვაქცინა ბაზარზე, შესაბამისად, აქ კერძო სექტორის აქტივობა არცერთ სეგმენტში არ მოიაზრება, ვინაიდან არც ერთი მწარმოებელი არც ერთ კერძო მომწოდებელს არ ესაუბრება. სახელმწიფო ძალიან ეფექტურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობა აქვს სრულად აღებული. ეს არის ის სფერო და პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს. თუ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კერძო სექტორის დახმარება დაგვჭირდება, შესაბამისი კომუნიკაცია გვაქვს მათთან და პროცესში ჩაერთვებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო