გაეროს გუნდმა საქართველოში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა ღონისძიება გახსნეს, რომელზეც გაეროს გუნდმა საქართველოში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ონლაინ-ფორმატში წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ გაეროს უწყვეტ მხარდაჭერას, რომელიც უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს სააგენტოების მიერ 2020 წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიული მმართველობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი მდგრადობის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!