სალომე სამადაშვილი ამნისტიაზე - ჩვენ შემოგვაქვს სტანდარტი, რომელიც დაზარალებული მოქალაქეებიის თანხმობას მოითხოვს - არსებობს სხვადასხვა სტანდარტი დაზარალებული მოქალაქისთვის და დაზარალებული პოლიციელისთვის

ჩვენ შემოგვაქვს სტანდარტი, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს სრულად იცავს და მათ თანხმობას მოითხოვს და ეს არის განახვავებული სტანდარტი დაშავებული პოლიციელებისთვის იმიტომ, რომ არსებობს სხვადასხვა სტანდარტი დაზარალებულ მოქალაქესთვის და დაზარალებული პოლიციელისთვის - ეს არის სრულიად გამართლებული იურიდიულად, პოლიტიკურად და მორალურადაც, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამნისტიის ალეტრნატიულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ გავრცელდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებზე.

"სამწუხაროა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, რომ ვერ შევთანხმდით საერთო პოიციაზე და ალტერნატიული კანონპროექტები იარესებებს, როგორც ჩანს. ჩვენ ძალიან მყარი შეთანხმება მივიღეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომ შეეხება ამნისტია იმ საქმეებს, რომელიც უკვე არის აღძრული და ასეთი საქმეების რაოდენობა იყო განსაზღვრული. "ქართული ოცნება" როგორც ჩანს, ცდილობს, რომ გააფართოოს ეს ცნება იმიტომ, რომ ჩვენი კანონპროექტი სწორედ განსაზღვრავს ისეთ იურიდიულ ფორმულირებას კანონპროექტის, რომელიც ზუსტად და ზედმიწევნით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ მივაღწიეთ მოლაპარაკებების ფარგლებში. ანუ კანონპროექტი არ გავრცელდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებზე, ანუ ვერავითარ შემთხვევაში ვერანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირი რომელმაც გასცა უკანონო ბრძანება, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ ამნისტიით, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ის ხალხი, ვინც არის პასუხისმგებელი სხეულის მძიმე დაზიანებაზე და სხვა ჩამკეტი მექანიზმები არის გათვალილისწინებული ჩვენს კანონპროექტში. ჩვენ რაც ვიცით ეს არის ის, რომ არსებობს 16 დემონსტრანტი და 3 პოლიციელი, რომელსაც ამნისტია უნდა შეეხოს და ნიკა მელია", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა "ლელოს" ინიციატივას 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ მხარეები ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ და ორი ალტერნატიული ვარიანტი იარსებებს, მაშინ აღნიშნულ კომისიას შეიძლება აზრი ჰქონდეს.

"არ ვეწინააღმდეგები ამ ინიციატივას თუ პოზიციები ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ ეს არის მისაღები სხვებისთვის. თუმცა ჩემს აზრს გეტყვით, ამ შეთანხმების სულისკვეთება იქნებოდა, რომ მიგვეღწია ჩვენ ამნისტიის შეჯერებული პროექტისთვის და "ქართულ ოცნებას" პატივი ეცა იმ შეთანხმებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ - ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი, თუ ეს ვერ მოხდება და ჩვენ ასე გავაგრძელეთ ეს პროცესი, რომ ორი ალტერნატიული კანონპროექტი იარსებებს, მაშინ საგამოძიებო კომისიის იდეას შეიძლება ჰქონდეს შესაბამისი აზრი და შესაბამისი მსვლელობა", - აღნიშნა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა