„ამნისტიის შესახებ“ ოპოზიციის კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ამნისტია არსებულ ბრალდებებს შეეხება

„ამნისტიის შესახებ“ ოპოზიციის კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ამნისტია არსებულ ბრალდებებს შეეხება. ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტით, იმ საქმეების ამნისტირება ხდება, რასაც სახელმწიფო ორი წლის მანძილზე - 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე იძიებდა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განმარტა, მათი პროექტით პოლიციელებზე ამნისტია იმ დათქმით გავრცელდება, რომ საჭირო იქნება დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობა. მეორეს მხრივ კი, პოლიციელების თანხმობა არ იქნება საჭირო მოქალაქეების მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე.

„ხელისუფლების კანონპროექტი შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლითაც სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, არამედ ჰიპოტეტურად, მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას. ეს არის ძალიან გაუმართლებელი, არის არაგანჭვრეტადი. ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავცელებს ამნისტიას მომავალში და რა ქმედებებზე - არა. ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტიის კანონის მიღება სამართლებრივად გაუმართლებელია. ჩვენი პროექტი არის მკაფიო, განჭვრეტადი და გამომდინარეობს ხელმოწერილი შეთანხმებიდან - ყველა ბრალდება და მსჯავრდება, რაც ამ ორი წლის მანძილზე მოხდა, უნდა ეპატიოს აქციის მონაწილეებს და პოლიციელებსაც“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს