გიორგი ვაშაძე - ჩვენს კანონპროექტში მითითებულია, რომ დაზარალებულების თანხმობა საჭირო იქნება პოლიციელებისთვის, მაგრამ არ იქნება საჭირო დემონსტრანტებისა და ნიკა მელიასთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ კანონში ჩამკეტის სახით ჩაიწერება შემდეგი რამ: დაზარალებულების თანხმობა საჭირო იქნება პოლიციელების ამნისტიის აქტით გათავისუფლებისთვის თუმცა იგივე საჭირო არ იქნება დემონსტრანტებისა და ნიკა მელიასთვის.

ამასთანავე, ვაშაძის განმარტებით, ამნისტიის შესახებ კანონი არ შეეხებათ „ჯალათებს“.

„ძალიან კარგი გამოსავალი მოვძებნეთ ჩვენს კანონპროექტში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანად არის მითითებული შემდეგი რამ: დაზარალებულების თანხმობა საჭირო იქნება პოლიციელებისთვის, დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ იქნება დემონსტრანტებისა და ნიკა მელიასთვის, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, რომ 70 პოლიციელის თანხმობით მანიპულაცია შეიძლება დაიწყოს მომავალში. მე არ ვეთანხმები იმ გამოძიების შინაარსს, რომელიც არის წარმოებული 20 ივნისთან დაკავშირებით, არ ვთვლი არც ერთ პოლიციელს დაზარალებულად, ვინც მიიღო 20 ივნისის სისხლიან დაშლაში მონაწილეობა და რაც მთავარია, ვთვლი დაზარალებულად იმ ადამიანებს, ვისაც თვალი ამოსთხარეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია და ნათელია. ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივაშიც კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება ამნისტია და გვაქვს მეორე გარანტია, რომ 117-ე მუხლზე, რომელიც არის თვალის ამოთხრის მუხლი, პირდაპირ რომ დავარქვათ, არ გავრცელდება ამნისტია. დანარჩენ საკითხებზე ჩვენ გვინდა, რომ მეტი გარანტია იყოს ჩადებული ამ კანონებში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო