არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვიდა არა როგორც პოლიტპატიმარი, არამედ მსჯავრდებული, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვიდა, როგორც მსჯავრდებული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეების შეთანხმების დოკუმენტში დაფიქსირება, რამდენად ნიშნავს იმას, რომ მათ არა მხოლოდ ოპოზიცია, უცხოელი პარტნიორებიც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, მის გათავისუფლებას გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებდა.

„გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვიდა, როგორც მსჯავრდებული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. შეწყალება შეუძლია მხოლოდ ძლიერს. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ ის არის ძლიერი, პასუხისმგებლიანი და ამავე დროს, კონსტრუქციულიც. ჩემი გადმოსახედიდან სხვა კონოტაცია რურუას გათავისუფლებას არ აქვს.

გუშინ, როდესაც ის მედიას ესაუბრებოდა, მთელი საზოგადოება დარწმუნდა, რომ ის არც პოლიტიკოსი გახლავთ, არც მედიამაგნატი, არც რაიმე რეალური გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესზე, ამიტომ, მის გათავისუფლებას გადაჭარბებულ მნიშვნელობას აღარ მივანიჭებდი. პრეზიდენტმა მიიღო რთული, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს გაწყვეტილება ასევე პოზიტიურად იყო შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდებოდა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, სიტყვა „პოლიტპატიმრები“ დოკუმენტში საერთოდ არ არის მოცემული.

„საბოლოოდ, ყველამ დაინახა ის, რომ ამ შეთანხმების გარეშე, შეუძლებელი იყო პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაცია. ზუსტად ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, როდესაც თავის პარტნიორებთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად დათანხმდა და მაქსიმალურად ხელი შეუწყო ამ შეთანხმების მიღწევას. რაც შეეხება პატიმრობის შემთხვევებს, წერია სიტყვა „აღქმული“, რაც ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ამ საკითხს აყენებდა ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ იყო აღქმული, როგორც შესაძლო პოლიტიზებული შემთხვევები, დოკუმენტში არ არის შეფასებული, როგორც პოლიტპატიმრები. სიტყვა „პოლიტპატიმრები“ დოკუმენტში საერთოდ არ არის მოცემული. ეს იყო ოპოზიციის ძალიან კატეგორიული მოთხოვნით, პარტნიორების მიერ შემოთავაზებული პუნქტი, რომლშიც „ქართულ ოცნებას“ არც ერთი სუბიექტური სიტყვა არ დაუმატებია. დღეს რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი ადამიანი თავისივე ხელმოწერილ პუნქტს ეწინააღმდეგება, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლოა ოპოზიციის ერთი ნაწილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ხელოვნური კრიზისი ანტისისტემური ძალების მხრიდან იყო გამოწვეული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს