არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში გველოდება რთული პოლიტიკური დებატი და ვეცდები ჩვენი გუნდი დარბაზში გავაძლიერო - რამდენად ძლიერი მოდებატე ვარ, ამას პროცესი გვიჩვენებს

მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობა დარბაზში ძლიერი და აქტიური იყოს - მაქსიმალურად ვეცდები ჩვენი გუნდი დარბაზში გავაძლიერო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზები განმარტა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეთანხმებით მიიღო.

„გადაწყვეტილება გუნდის ლიდერებთან შეთანხმებით მივიღე. ჩემი აზრით, ძალიან ადვილად გასაგები გახლავთ ორი არგუმენტი.

პირველი: მე თვეების განმავლობაში, ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სახელით პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, ჩართული ვიყავი მოლაპარაკებებში. ძალიან მძიმე პოლიტიკური დისკუსიის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საბოლოო შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა და მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზე გადავიდა, ჩვენი გუნდის ლიდერებთან არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ როგორც კი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდებოდა, ვფიქრობდი, სწორი იქნებოდა, თუ სპიკერის პოზიციას დავტოვებდი.

ვფიქრობდი, უმჯობესია პარლამენტის შემდეგ საქმიანობაში, როდესაც ამ შეთანხმების განხორციელების პროცესი დაიწყო და ოპოზიცია პარლამენტშია, აჯობებდა უფრო ნეიტრალური ადამიანი გაძღოლოდა პარლამენტის მუშაობას.

მეორე არგუმენტი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, გახლდათ ის, რომ ახლა, როდესაც პარლამენტში კონკურენტული ოპოზიცია გვეყოლება, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის სავარძელში.

ჩვენ წინ გველოდება ძალიან რთული პოლიტიკური დებატი, აქტიური პოლიტიკა პარლამენტში. ამ შეთხვევაში მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობა დარბაზში ძლიერი და აქტიური იყოს იმ ყველა საკითხზე, სადაც სიმართლე ჩვენს მხარეს იყო და არის. ასევე, იმ საკითხებზე, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს. ვთვლი, რომ ჩემს გუნდს სწორედ დარბაზში ვჭირდები და არა სპიკერის პოზიციაზე.

სპიკერი უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, მას უწევს ბალანსის დაცვა. პოლიტიკური დებატების დროს, პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია გამოხატოს, შევიდეს ოპოზიციასთან დისკუსიაში. მე ამ მდგომარეობაში ვიქნებოდი, როდესაც კონკურენტული ოპოზიცია გვეყოლებოდა პარლამენტში.

არ მსურს საუბარი, რამდენად ძლიერი სპიკერი ვარ, თუ ძლიერი მოდებატე. ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი. მე მაქსიმალურად ვეცდები ჩვენი გუნდი დარბაზში გავაძლიერო. მესმის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ოპონენტებისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ადამიანებს, რომლებიც სკამებზე არიან შეყვარებულები, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი თანამდებობაზე იყოს არჩეული და შემდეგ ეს თანამდებობა დატოვოს. ეს ღირებულებითი საკითხია. არაერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა „ქართული ოცნების“ გუნდში არცერთი ლიდერის თვითმიზანი არ არის“, - აცხადებს თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა