საქართველოს ეროვნული ბანკი აპრილის თვის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აპრილის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს.

„ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის განახლებული განრიგით გამოქვეყნებაზე გადავიდა. კერძოდ, აღნიშნული პუბლიკაცია ქვეყნდება უკვე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩატარების დღესვე. აღნიშნული ცვლილების მიზანია, საზოგადოებას უფრო ოპერატიულად მივაწოდოთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების უფრო დეტალური ახსნა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა