ჯანდაცვის მინისტრი რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე - მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა - პრობლემის გადაჭრა გაცილებით უფრო გლობალურად უნდა მოხდეს

მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა. პრობლემის გადაჭრა გაცილებით უფრო გლობალურად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რეგიონებში რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებას ეხებოდა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რეანიმობილს გამოცდილი რეანიმატოლოგები სჭირდება, რაც ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ ჰყავს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ამ მიმართულებით საზოგადოებაში გავრცელებული არაპოპულარული, მაგრამ საჭირო ნაბიჯები გადადგას.

„რეანიმობილი არ არის გამოსავალი. ეს არის დროებითი არაეფექტური გამოსავალი, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებთ, თუმცა, ეს არ არის გამოსავალი. დღესდღეობით საქართველოში ოპერირებს 55 რეანიმობილი, 10 სახელმწიფოს დამატებით აქვს შეძენილი და ველოდებით „სტაფს“. უნდა აღვნიშნოთ, რომ აქაც მნიშვნელოვანი დეფიციტია ექიმებში, ვინაიდან რეანიმობილში საჭიროა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, კონკრეტულად რეანიმატოლოგები. რეანიმატოლოგები რომ იყვნენ საკმარისი რაოდენობით, მაშინ ამ რეგიონებში დეფიციტიც არ იქნებოდა. მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა. პრობლემის გადაჭრა გაცილებით უფრო გლობალურად უნდა მოხდეს. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და ასევე, ალბათ, რაღაც ეტაპზე იქნება ძალიან მტკივნეულიც. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის საზოგადოებაში გავრცელებული არაპოპულარული, მაგრამ საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად იმისთვის, რომ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ გავუჩინოთ ნდობა სამედიცინო სერვისების მიმართ და ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ საჭირო ხელმისაწვდომობა გავუჩინოთ, არა აქვს მნიშვნელობა რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი.

როცა გვინდა მაღალმთიანი რეგიონები გავაცოცხლოთ, მხოლოდ დანამატებით მათ ვერ წავახალისებთ, ასევე სოფელს ვერასდროს გავაცოცხლებთ, თუ იქ ჩვენ არ მივიტანეთ ყველა ის სიკეთე, რაც ქალაქს აქვს. გპირდებით, რომ ამ მიმართულებით ჯანადაცვის სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს და გადალახავს ყველა იმ წინაღობას, რომელიც ჩვენს გზაზე იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო