არჩილ თალაკვაძე ამნისტიის აქტზე - პოზას იჭერს ოპოზიცია და ცდილობს დანარჩენ პარტიებს აჩვენოს, რომ მმართველ გუნდს წინააღმდეგობას უწევს

პოზას იჭერს ოპოზიციის ნაწილი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების პოზიციას ამნისტიის აქტთან დაკავშირებით.

როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პარლამენტში შესული პარტიები ცდილობენ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, აჩვენოს, რომ კრიტიკულია და მმართველ გუნდს წინააღმდეგობას უწევს, „სინამდვილეში კი ეს მათი მხრიდან სისუსტის ნიშანია“.

“ამნისტიასთან დაკავშირებით უმრავლესობის და ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, მითუმეტეს, აქ ოპოზიციამ თავისი ვერსია შეიმუშავა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვა, უფრო მეტად დესტრუქციულ ოპოზიციებთან გარკვეულ პოზას იჭერენ. ცდილობენ მათ, ვინც არ შემოვიდნენ პარლამენტში, აჩვენონ, რომ კრიტიკულები არიან და მმართველ გუნდს წინააღმდეგობას უწევენ. სინამდვილეში ეს მათი მხრიდან სისუსტის ნიშანია.

პოზას იჭერს ოპოზიციის ნაწილი. ვურჩევ დანარჩენ პარტიებსაც, ოპოზიციის იმ ნაწილს მიბაძოს, ვინც მეტ პასუხისმგებლობას აჩვენებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ნაწილში ამნისტია არც ერთ მხარეზე არ გავრცელდება.

"აქვე ვაფიქსირებ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ შეთავაზება იყო, პროექტში ყოფილიყო წინადადება - ევროკონვენციის მესამე მუხლი, ანუ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ნაწილში ეს ამნისტია არც ერთ მხარეზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. ამ მუხლით არცაა აღძრული საქმე. შესაბამისად, ესეც სპეკულაციის ნაწილია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს