ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ინიციატივაში „არანაირი ლოგიკა არ არის“

ეს არის რაღაც პოლიტიკური თამაში შეთანხმების პუნქტების ირგვლივ იმისათვის, რომ ოპოზიციამ რამენაირად გვერდი აუაროს შეთანხმების ამ ნაწილს, მაგრამ დოკუმენტში ამნისტიაზე შავით თეთრზე წერია, - ასე აფასებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე "ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.

მისი თქმით, ამ ინიციატივაში „არანაირი ლოგიკა არ არის“.

"ვისაც ხელი აქვს შეთანხმებაზე მოწერილი, მან შეთანხმება ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირებლია, კეთილი ინებონ, პარლამენტში შემობრძანდნენ და ამ კანონპროექტს ხმა მისცენ, სხვანაირად ეს აღქმული იქნება, როგორც ამ ხელშეკრულების დარღვევა ყველა ხელმომწერი პარტიის მიერ", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს