ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიაზე - გაუგებარია, ევროკავშირის გირაოს მიღება, როცა თავად არ იხდის - თუ პრინციპულობას აქვს ადგილი, მაშინ არც ევროკავშირის გირაო უნდა მიიღოს

არ მგონია, ნიკა მელიას იმდენი თანხა არ ჰქონდეს, რომ თავად ვერ გადაიხადოს გირაო , - ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიას პოზიციას, რომ ევროკავშირის გირაოს მიიღებს, თუ ამნისტიის პროექტს გაიწვევენ.

სამხარაძის თქმით, თუ საქმე პრინციპულობას ეხება, მან არც გირაო უნდა მიიღოს.

"შეთანხმებაში ცალსახად წერია, რა და როგორ უნდა მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ შეთანხმების გვერდის ავლას გულისხმობს, ხელშეკრულების დარღვევა იქნება იმ პარტიებისგან, ვინც დოკუმენტის ხელმომწერები არიან. ჩემთვის გაუგებარია, ევროკავშირის გირაოს მიღება მაშინ, როცა გირაოს თავად არ იხდის. ეს აუხსნელია, რადგან თუ პრინციპულობას აქვს ადგილი, მაშინ არც ევროკავშირის გირაო არ უნდა მიიღოს", - განაცხადა სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა