არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე  დღესაც და 2 თვის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით დღესაც და 2 თვის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„ადამიანს, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოდის და ამბობს, რომ მისთვის კანონები არ არსებობს და შეუძლია დაარღვიოს, სახელმწიფო ვალდებულია შეახსენოს, რომ არსებობს კანონი და არსებობს სახელმწიფო.

ვფიქრობ, 2 თვის წინაც, 2 თვის შემდეგაც, თუ ვინმე, მითუმეტეს საჯარო პოლიტიკური პირი გამოვა და იტყვის, რომ ის კანონებზე მაღლა დგას, სხვა მოქალაქეებს კანონი ეხებათ და მას არა, თუ ეს ადამიანი ძალადობრივ შეტევით ორგანიზებაში ჩაერთვება პარლამენტის, მთავრობის თუ ცესკო-ს წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, დღესაც ვფიქრობ, სახელმწიფომ მას უნდა შეახსენოს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონის უზენაესობა“, - ასე უპასუხა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შეკითხვას, რამდენად გამოჩნდა, რომ თავის დროზე ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, რადგან ახლა თავადვე უწევს მისი გათავისუფლების გზების ძიება.

არჩილ თალაკვაძემ უშუალოდ ნიკა მელიას პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად მართალია მელია, რომ „ევროკავშირს სთხოვს ფულის გადახდას“, ისევე როგორც უნდა განსაჯოს ის, მელია „ქვეყანაზე ფიქრობს თუ თავის თავზე“.

„რამდენად სწორია, ქვეყანაზე ფიქრობს თუ თავის თავზე, როცა ევროკავშირს სთხოვს ფულის გადახდას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. რატომ უნდა შეწუხდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელი ნიკანორ მელიას გირაოს გადასახდელად? თუმცა, კარგია, რომ ეს თანხა არავის ეკარგება, უკან უბრუნდება...

გირაო საერთოდ არ ეხება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. გირაოთი ახლა გამოვა თუ არა, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო