შემოსავლების სამსახურში საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და   რეფორმების ოთხწლიანი პროექტი წარმატებით დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების პროექტი დასრულდა, რომელიც უწყებაში 2017 წლიდან ხორციელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვირტუალურ ფორმატში პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გახსნა. ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ადმინისტრაციის, ისე ძირითადი ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მოწვეულ ექსპერტებს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული რიგი შეზღუდვებისა, ბოლო წელი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მხარდაჭერისა და ამ კომპლექსური პროექტის ხელმძღვანელობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მრჩეველს კორსტიან ქულს, აგრეთვე ფილიპ მაკკაჩენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში და დადებითად შეფასდა (საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტი) 2020 წლის ანგარიშითაც.

„რეფორმებს შორის ლაშა ხუციშვილმა დაასახელა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საგადასახადო რეგისტრაციის სისტემის დანერგვა, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებს, კანონშესაბამისობის რისკის მართვის პროცესის გაუმჯობესება, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მიღწეული პროგრესის პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს რეფორმებს უფრო მეტად ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრაციად ჩამოყალიბებისთვის. მან იმედი გამოთქვა, მომავალში კვლავ დაიგეგმება ახალი, გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა