განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ტურიზმის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა აღსრულების ხელშეწყობა, ტურისტული სერვისების მიწოდების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების, არსებული სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის დადასტურების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდა.

„მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის: ტურიზმის სფეროში პროფესიული და უმაღლესი კვალიფიკაციების განახლების ან/და ახალი კვალიფიკაციების ფორმირებისა და დანერგვის მიმართულებით;

ტურიზმის სფეროში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით; საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით;

ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიებთან/სექტორულ ასოციაციებთან და ხელს შეუწყობენ მათ ჩართვას კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების/გადამზადების და განათლების აღიარების პროცესში;

ტურიზმის სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების პროცესში;

ტურიზმის სფეროში წინმსწრები განათლების აღიარების, პროფესიული მომზადების და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამებისათვის მინიმალური შინაარსის და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი პარამეტრების განსაზღვრაში;

ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციასთან, აკრედიტაციასთან, ასევე პროფესიული მომზადების და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მოპოვებასთან ან უფლების დადასტურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების, მათი განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც შესაძლოა მოიცავდეს დარგობრივ კონტექსტში ექსპერტულ შეფასებას, მონაწილეობას შესაბამისი საბჭოს ან კომისიის მუშაობაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მისიაა, მდგრადი ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის პოზიციონირება. ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“,-აღნიშნულია სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო