„ქართული ოცნების“ ოფისში რეგიონული დეპარტამენტის შეხვედრა გაიმართა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ რეგიონული დეპარტამენტის თათბირი გამართეს. ინფორმაციას დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, თათბირს ესწრებოდნენ რეგიონული მდივნის მოადგილეები, ნიკა ტყემალაძე, ზურაბ იაშვილი, კობა სამხარაძე და რეგიონული კოორდინატორები.

„თათბირზე განხილულ იქნა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადების და საოლქო ორგანიზაციების შტაბურ რეჟიმზე გადაყვანის პროცესი, მუნიციპალიტეტებში არსებული სხვადასხვა პარტიული საკითხები და სამომავლო გეგმები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს