კელი დეგნანი - ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა მელია იყოს პარლამენტში, იმედი მაქვს, რომ შევა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პარლამენტში შესვლა, მნიშვნელოვანია.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მელია პარლამენტში შევა.

"გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ პოლიტიკური ლიდერები. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი. ამავეს ვიტყვი ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ანუ, ეს არ არის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი. მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს პარლამენტში და წარმოადგენდეს თავის ამომრჩეველს. მე იმედი მაქვს, შევა პარლამენტში", - განაცხდა კელი დეგნანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა