თაკო ჩარკვიანი - ორ ამნისტიაზე საუბარი უხერხულია, ნონსენსია, ინფანტილიზმია, ოპოზიცია გამოსავალს ეძებს - თუ ასე წავიდა საქმე, მოდით, პოლიტიკურ საქმეებზე საყოველთაო ამნისტია გამოვაცხადოთ

საერთოდ უხერხულია ორ ამნისტიაზე საუბარი, ეს არის ნონსენსი, მართლა ინფანტილიზმი. ოპოზიცია გამოსავალს ეძებს, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ ამნისტია შერჩევითი იქნება და 20 ივნისს მონაწილე პირებს შეხებათ, რომლებმაც ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინეს, სჯობს ის საყოველთაო იყოს.

„საერთოდ უხერხულია ორ ამნისტიაზე საუბარი, ეს არის ნონსენსი, მართლა ინფანტილიზმი. ოპოზიცია გამოსავალს ეძებს. არ ვიცი, როგორ გაჟღერდება, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობ, ორი დღეა. რასაც ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში მძიმე ძალადობრივ დანაშაულს არ შეეხება, მაგრამ თუ ასე წავიდა საქმე, მოდით, საყოველთაო პოლიტიკურ საქმეებზე ვამბობ, არაძალადობრივზე, საყოველთაო ამნისტია გამოვაცხადოთ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მან ამნისტიის შესახებ კანონპრექტს „სამარცხვინო“ უწოდა.

„ყმაწვილებო, არაყმაწვილებო, პოლიტიკა ცოტა სხვა რამეა. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკა მორალს არ უნდა ააცილოთ და როცა კოლეგა დაკავებულია, წინსწრებით არ უნდა შევარდე პარლამენტში, თუ ეს არ ჰქონდათ გათვლილი, მაშინ სუსტი პოლიტიკოსები ყოფილან. ჩემთვის პოლიტიკურ პროცესს ვერაფრით შეცვლის ეს სამარცხვინო ამნისტია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება.

„უკვე სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება პოლიტიკური სპექტრი, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი. რა ვერ მოითმინეს ასეთი? ერთი წამით არ იფიქროთ იმაზე, რომ რაიმე კომპრომისზე არ წავიდოდა ფინალში მთლიანად ეს ოპოზიცია, როგორ არა, ყველას ამისკენ მიგვყავდა საქმე და ამას ვფიქრობდით, მაგრამ გააჩნია კომპრომისს, რა გამოგაქვს შენი სახელმწიფოსთვის. მეტი უნდა წამოიღო მაგიდასთან რომ ზიხარ და შენ რა წამოიღე?!“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი შეფასებით, შეცდომა იყო, როცა ოპოზიციამ ძალიან ხარვეზიან დოკუმენტს ნაადრევად მოაწერა ხელი.

„გაპრავებას“ ვერ დავიწყებ, მაგრამ როცა შენ ხელმეორედ გჭირდება პუნქტის დამუშავება, ხალხი ძალიან უკმაყოფილო გყავს, ჩაგრჩა შენი ოპოზიციონერი ლიდერი, ამას ამხელა უბედურება მოყვება, ეს ნიშნავს, რომ შეცდომა მოგივიდა და ნაადრევად მოაწერე ძალიან ხარვეზიან დოკუმენტს ხელი. ამას სჭირდება აღიარება და არ სჭირდება „გამარჯვებად“ მონათვლა. ვერ მონათლავ ამ დოკუმენტს გამარჯვებად, შეუძლებელია, ისეთი ლაფსუსებია რბილად რომ ვთქვათ ამ დოკუმენტში. ამიტომ ისევ სჭირდება გარედან ოპოზიციის და ხალხის დახმარება, რომ ეს სისულელე, რაც დაემართათ, როგორმე ერთად გამოვასწოროთ“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა