ბადრი ჯაფარიძე ლიეტუვის საგარეო მინისტრთან შეხვედრაზე - აღვუთქვით, რომ ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ, რათა სრულად განხორციელდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება

შეთანხმებაში ცლილებები ვერ შევა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ლიეტუვის მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი, რომ მხარეების მიერ ყველა ვალდებულება შესრულდეს.

„ისინი მიესალმებიან პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა, საუკეთესო ვარიანტი ევროკავშირის თვალსაზრისით. მათი მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი, რომ მხარეების მიერ ყველა ვალდებულება შესრულდეს. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სხვა პარტიები, რომლებიც შესაძლოა გახდნენ ამ შეთანხმების ნაწილი, შეთანხმებას შეუერთდნენ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ შეთანხმება შედგა. ჩვენ, პარტიებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მათ აღვუთქვით, რომ ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სრულად განხორციელდეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რასაც ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი შემდგომი დახმარება მოყვება. რაც მთავარია, შეთანხმების ხელმოწერის ყველა ეტაპზე და შემდგომ მის იმპლემენტაციაში, ყველა ეტაპზე იქნება ჩვენი მეგობრების მძაფრი ყურადღება, რომ რაიმე პუნქტი არ დარჩეს შეუსრულებელი. ისინი ხელშეკრულებასთან მიმართებით ცვლილების შეტანის შესაძლებლობას გამორიცხავენ. შეთანხმების უკან დგას პრეზიდენტ მიშელის ავტორიტეტი და მის გარანტორობა. შესაბამისად, შეთანხმებაში ცლილებები ვერ შევა. არსებობს მექანიზმი ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის და ეს არსებობს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაჟღერებულია პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ და ის ძალაშია. მიმაჩნია, რომ ახლა არის შანსი, გამოყენებულ იყოს ეს მექანიზმი, რომ მელიას პატიმრობა დასრულდეს. ამავდროულად, ჩვენ გავაკეთებთ ძალისხმევას იმაზე, რომ ყველა პუნქტი, მათ შორის მართმსაჯულების რეფორმისკენ გადადგმული ნაბიჯები, ყველა პუნქტი, რომელიც შეთანხმებაში, ჩვენი მეგობრების მონიტორინგის ქვეშ სრულად განვახორციელოთ. ლიეტუვა არის საქართველოს უერთგულესი მეგობარი“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს