სამოქალაქო აქტივისტები - პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაზე

ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტების განცხადებაშიაა აღნიშნული.

მათი შეფასებით, პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ.

„დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი. აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ არ მოგვისმენია მათი არც ერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია“,-აღნიშნულია სამოქალაქო აქტივისტების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: მოძრაობა ''შეცვალე'', ''დემოკრატიული მომავლისთვის'', "მოძრაობა საქართველოსთვის'', ''ალტერნატივა'', სამოქალაქო აქტივისტი-შუშანა მაცაბერიძე, სამოქალაქო აქტივისტი-თამთა გოგოლაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა