ხატია დეკანოიძე - ყველას შეშფოთების საგანი პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო - არ შეიძლება პარტიის ერთი ლიდერი ქვეყნიდან იყოს წასული, ჩამოსვლის საშუალება არ ჰქონდეს და პარტიის თავმჯდომარე იყოს ციხეში

ყველას შეშფოთების უპირველესი საგანი იყო პოლიტიკური მათლმსაჯულება - არ შეიძლება 9 წლის განმავლობაში პარტიის ერთი ლიდერი წასული იყოს ქვეყნიდან და არ ჰქონდეს მას ჩამოსვლის საშუალება და პარტიის თავმჯდომარე იყოს ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საქართველოში მართლმსაჯულება იმდენად პოლიტიზირებულია, რომ არავითარ სივრცეს არ ტოვებს დემოკრატია ოდნავ მაინც განვითარდეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ კრიზისზე, რომლის განმუხტვის გზაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ ჩანს. ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ოპოზიციაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. ჯერჯერობით საქართველოში ვერ მოხერხდა ბოლომდე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. სანამ ეს ხელისუფლებაა და სანამ სამართლებრივად პოლიტიკური მექნიზმები იქნება ამოქმედებული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ეს კრიზისი ვერ განიმუხტება.

გასაგებია, რომ ყველა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ყველას შეშფოთების უპირველესი საგანი იყო პოლიტიკური მათლმსაჯულება - არ შეიძლება 9 წლის განმავლობაში პარტიის ერთი ლიდერი წასული იყოს ქვეყნიდან და არ ჰქონდეს მას ქვეყანაში ჩამოსვლის საშუალება და პარტიის თავმჯდომარე იყოს ციხეში. ეს იმას ამბობს პირდაპირ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება იმდენად პოლიტიზირებულია, რომ არავითარ სივრცეს არ ტოვებს ოდნავ მაინც დემოკრატიის განვითარება იყოს.

მე ავუხსენი მინისტრს, რომ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის, პარტიის ფუნქციონირებისთვის. ჩვენი პარტნიორების მოსაზრებაც არის, რომ დემოკრატიის განვითარების გარდა საქართველოს არ ექნება სხვა გზა, თუ ჩვენ გვინდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ღირსეული და სათანადო ადგილი მოვიპოვოთ.

ჩემი და ჩემი პარტიის პირველი ამოცანა არის ნიკა მელიას თავისუფლება. ის სჭირდება პარტიას და პოლიტიკურ პროცესს. პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მაგრამ ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი არის ციხეში და ადამიანები განდევნილი, ეს არ მოხდება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა