საბა ბუაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მინდა, დაფიქრდნენ ტონალობაზე და სტრატეგიაზე, რომლითაც საკუთარ განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ და რომელიც ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის საბა ბუაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საუბრის ტონალობა და სტრატეგია, რომლითაც ისინი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საკუთარ განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელია.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში „ 360 გრადუსი“ აღნიშნა, ოპონირება შინაარსობრივი უნდა იყოს და ოპოზიციური სპექტრის იმ ნაწილს, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, „მოღალატეებს“ არ უნდა უწოდებდნენ.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვესმის იგივე მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ ოპოზიცია მელიას გათავისუფლების შემდეგ, პარლამენტში უნდა შევიდეს. დარწმუნებული ვარ, პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიბაძავენ ჩვენს მაგალითს და ამ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ. იქამდე, სანამ ეს მოხდება, მინდა ისინი კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ იმ ტონალობაზე და სტრატეგიაზე, რომლითაც საკუთარ განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის შეურაცხმყოფელი. შინაარსობრივ ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, კიდევ ერთხელ ვეკითხები დანარჩენ ადამიანებს, როგორია თქვენი ბრძოლის სტრატეგია, გვითხარით. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ასეთი. ახლა ძალიან მაინტერესებს, როგორია იმ ადამიანების ხედვა და სტრატეგია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ აპირებენ, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ეს ბრძოლა გრძელდება, ჩვენ უნდა ვნახოთ თანაკვეთის წერტილები ამ ბრძოლაში. იქამდე, სანამ ამ თანაკვეთის წერტილებს ვნახავთ, მოდით, დისკუსია, ოპონირება შინაარსობრივი იყოს და არა უსაგნო, თითქოს მოღალატეებად და მამულიშვილებად ბანაკების დაყოფა, ეს პოლიტიკური კულტურა წარსულს ხომ უნდა ჩაბარდეს?!“,-განაცხადა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა