ანრი ოხანაშვილი - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი და ბმა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განმარტავს.

როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ცვლილებით კოდექსი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა.

„ვადგენთ, რომ მაქსიმალური ვადა, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის შეიძლება იყოს, არის 48-საათიანი ვადა. ის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია. ვიცავთ კონსტიტუციურ მიდგომას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის 48 - საათიანი ვადა არის მაქსიმალური და არ ნიშნავს, რომ „აპრიორი 48 საათი უნდა ამყოფოს სამართალდამცავმა ორგანომ პირი ადმინისტრაციული დაკავების წესით“.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადები არ იცვლება და კვლავ 15 დღემდე რჩება. ოხანაშვილის განმარტებით, აწეულია და გამკაცრებულია მხოლოდ ქვედა ზღვარი.

„მეორე ცვლილება უკავშირდება წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისა ან/და სხვა სახელმწიფო წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობას, წინააღმდეგობის გაწევას. აქ ყველა შემთხვევა, ერთხელ ჩაიდენდა, სამჯერ, ათჯერ თუ ათასჯერ ერთი რეგულაციის ქვეშ ექცეოდა, რაც არ არის პროპორციული და თანაზომიერი მიდგომა. ამიტომ, ჩვენ ეს შემადგენლობა ორ ნაწილად გავყავით. იმისთვის, რომ პროპორციული და ადეკვატური რეაგირება მოხდეს, ერთზე მეტჯერ ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში შემოდის უფრო სხვა მექანიზმი“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.

რაც შეეხება ცვლილებების მიმართ გამოთქმულ სკეპტიკურ და უარყოფით დამოკიდებულებებს, რომელიც საზოგადოების ნაწილში გაჩნდა, რომ ცვლილება გამოხატვის თავისუფლების კუთხით რისკებს შეიცავს.

ოხანაშვილის თქმით, "ცვლილებას გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი და ბმა არ აქვს".

"ეს დარღვევა შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს შეკრების, თუ ნებისმიერ სხვა დროს. გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდვადი უფლება. თუკი გამოხატვა მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და წვრილმან ხულიგნობაში ან წინააღმდეგობის გაწევაში გადაიზრდება, საქართველოს კონსტიტუცია იძლევა იმის მექანიზმს, რომ პირს აქვს უფლება დააკავოს პირი, აღკვეთოს სამართალდარღვევა, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. კონსტიტუციის მიღმა ვერავინ გავა. ეს არის დაცული უფლება“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ პროექტზე იმსჯელა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს