ანრი ოხანაშვილი - თუ კიდევ ერთხელ უნდათ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ნიკანორ მელიას გასამართლება, ეს მისაღებია და შეიძლება მხარიც დავუჭიროთ

თუ კიდევ ერთხელ უნდათ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ნიკანორ მელიას გასამართლება, ეს მისაღებია და შეიძლება მხარიც დავუჭიროთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განცხადა, რითაც "ლელოს" ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუკი ვინმე პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც იქნება პასუხისმგებელი 20 ივნისის მოვლენებზე, ეს პირველი ნიკანორ მელია იქნება.

"მე არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან მიმართებაში, რომ ყველაფერი გაირკვეს, გაეცეს პასუხი. იცით, რომ გამოძიებებიც მიმდინარეობს. მთელი რიგი საქმეები არ არის დასრულებული. შესაბამისად, მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც დაისვას და დაისვას წერტილი. პირველი, თუკი ვინმე პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც იქნება პასუხისმგებელი 20 ივნისის მოვლენებზე, ეს ნიკანორ მელია იქნება. თუ ამის დემონსტრირება უნდათ, თუ ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ , საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, გასამართლება უნდათ, ეს მისაღებია და შესაბამისად, შეიძლება მხარიც დავუჭიროთ",-აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა