თეა ახვლედიანმა „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან” პირველი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით შექმნილ „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან” პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელწმიფო მინისტრმა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, ასევე, მინისტრმა წარმოადგინა ხედვა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის განხილვის და მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით თანამშრომლობის წარმართვის კონკრეტულ ასპექტებზე.

თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას, 2010 წელს დამტკიცებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიულ გადახედვის დაწყებასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო. ასევე, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

შეხვედრის მონაწილეები ერთხმად მიესალმნენ სახელმწიფო მინისტრის ინიციატივას, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და დაადასტურეს საბჭოს ფარგლებში აქტიური მუშაობის. ისევე როგორც, ჩართულობის სტრატეგიის გადახედვის პროცესში მონაწილეობის მზაობა და მნიშვნელობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგების მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენივე ინიციატივით ახლახან დაარსდა და ჩამოყალიბდა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად იმუშავებს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების საკითხებზე. ამ ფორმატის შექმნის მთავარ მიზანს, ასევე, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საჭიროებების გამოვლენა და იქ მიმდინარე განვითარებების განხილვა და ჩვენ ამ პროცესში რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ ჩვენი ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს, რჩევებსა და მოსაზრებებს. ასევე, კიდევ ერთი მთავარი მიზანი დღევანდელი ჩვენი შეხვედრისა, ახლადშექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში იყო ჩვენი ექსპერტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივის წარდგენა და გაცნობა, 2010 წლის ჩართულობის სტრატეგიისა და მისი თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

უწყების ცნობით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აპარატში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დადებითად შეაფასეს.

„დადებითად შეფასდა, სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის ინიციატივა. შეხვედრის მონაწილეებმა ამ და სხვა მიმართულებებით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ანალიზის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების განხილვის. ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ექსპერტული მოსაზრებების გაზიარების მიზნით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობა კონფლიქტის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მრავაწლიანი გამოცდილების ექსპერტებით განისაზღვრება; მის მუშაობაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას ასევე იღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა