განათლების სამინისტრო - მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის ­თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია ამჯერად შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ, რომლებიც კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.

„მათი სურვილია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში შეძლონ მიმდინარე სემესტრის დასრულება, რაც სწორედ სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. გარდა ამისა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში მათ პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა