ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობის" ფიქციური თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ციხიდან არ გამოდის, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით

„ნაციონალური მოძრაობის" ფიქციური თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „დემოკრატიის ინდექსის“ გაუარესების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მელიას შემთხვევა არის თვალსაჩინო მაგალითი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა.

"საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში არის პრაქტიკულად პირველ ადგილას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თვალსაჩინო მაგალითი არის შემდეგი - "ნაციონალური მოძრაობის" ფიქციური თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

"ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რაც 10 წლის წინ იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა