კახა კუჭავა - ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ, ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს

დღეს, ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ, ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას განაცხადა.

როგორც კუჭავა აღნიშნავს, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თავდაცვის ძალები ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა.

„მიმდინარე წელს, ისტორიულ თარიღებს ვზეიმობთ. 30 წლის წინ, თაობათა ერთობლივი ძალისხმევისა და თავდადების შედეგად, საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის რთულ გზას შეუდგა.

მას შემდეგ რაც საქართველო არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, გავაცნობიერეთ ჩვენი ქვეყნისათვის ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობა. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თავდაცვის ძალები ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, გამორჩეული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

დღეს, ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ, ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქვეყნის თავისუფლების იდეას და საერთაშორისო უსაფრთხოებას შესწირეს - ქედს ვიხრი მათი თავგანწირვის წინაშე. მათი ღვაწლის უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, ოკუპაციის შედეგები კი მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას. იზრდება საფრთხეები და მათი მასშტაბები. მუდმივად გვიწევს ინფორმაციულ და სხვა სახის ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავება. ამ პირობებში ხალხს განსაკუთრებით ეიმედება თავდაცვის ძალები - რომ შევძლებთ ჩვენი სახელოვანი გმირების მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას - ჩვენი ქვეყნის ერთიანი ძალისხმევით დაცვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მადლობას გიხდით თავდადებისა და სამშობლოს მიმართ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის“, - განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა