სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლოს და ამით კიდევ ერთი კეთილი ჟესტი გამოხატოს - ამის ილუზია არ მაქვს, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა

„ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლოს და ამით კიდევ ერთი კეთილი ჟესტი გამოხატოს - ამის ილუზია, რა თქმა უნდა, არ მაქვს, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიაზე მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო ნიკა მელია არ უნდა ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, რომ თქვას: უნდა, თუ არ უნდა ამნისტია.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლოს და ამით კიდევ ერთი კეთილი ჟესტი გამოხატოს საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორის წინაშე. ამის ილუზია მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

ამნისტიის კანონს რაც შეეხება წითელი ხაზი ისაა, რომ არ უნდა იქნას შეწყალებული - ჯალათები, თვალის მთხრელები.

ამნისტიაზე ვმუშაობთ და ნიკა მელია არ უნდა ჩავაყენოთ იმ მდგომარეობაში, რომ თქვას: მინდა, ან არ მინდა ამნისტია.

ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ მელია გამოვიდეს, ასევე იმ 16 ადამიანს შეუწყდეს საქმე და თუ მხოლოდ საქმე და ზღვარი გადის ამ 3 პოლიციელზე დიახაც, ამ 3 პოლიციელზე პასუხისმგებლობას ვიღებთ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა