ნიკა მელიას ადვოკატი - სასამართლო პროცესის გადადება იმ ვადით მოვითხოვეთ, რა ვადაც საჭიროა, რომ ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და დირექტივა მისცენ სასამართლოს და პროკურატურას

ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლო პროცესის გადადება იმ ვადით, რა ვადაც არის საჭირო, რომ პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ მორიგი დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს თუ დაიწყებდა „ეს იქნებოდა თავის მოტყუება, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული პროცესის გადადება“.

„სასამართლო პროცესზე პირდაპირ დავაფიქსირე, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ თუ დავიწყებდით სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს ეს იქნებოდა თავის მოტყუება, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული პროცესის გადადება იმ ვადით, რა ვადაც არის საჭირო, რომ პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ მორიგი დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას. ჩვენი მხრიდან შესავალი სიტყვის თქმა და მტკიცებულებებზე საუბარი, ეს არის თავის მოტყუება და იმის შექმნა თითქოს მართლა სასამართლო პროცესი იმართება. ეს, რომ ასე არ არის თვითონაც კარგად იციან, ამიტომ მოსამართლე იძულებული გახდა გადაედო სასამართლო პროცესი.

როდესაც მოსამართლემ მოითხოვა ვადის დაკონკრეტება პირდაპირ განვუცდახე, რომ იმ ვადით გადაედო პროცესი რა ვადაც ესაჭიროება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე“ , - განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა