წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.0% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 % შეადგინა,- ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვადასხვა საქმიანობაში ზრდისა და კლების ტენდენცია შეინიშნებოდა.

„დღგ გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უკვე ერთწლიანი ვადის შემდეგ, ფაქტობრივად სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 4%-იანი ზრდა. თუმცა, 2021 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი კვლავ, მინუს ნიშნითაა და შეადგენს -4,2%.

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობაში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებით მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში”,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა