სალომე სამადაშვილი - ვისურვებდი, რომ ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს

თუ „ქართული ოცნება“ აპირებს დამატებითი ნაბიჯები გადადგას, რომ გადადებულ სასამართლო პროცესზე გამოიყენოს ხელისუფლების ხელში არსებული ბერკეტები ნიკას გასათავისუფლებლად, ეს მიეხმარება შეთანხმების შესრულებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას პროცესის გადადებას გამოეხმაურა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს.

„მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს, მე ვისურვებდი, ის გათავისუფლდეს ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე. არ ვიცი სასამართლო რამდენი ხნით გადაიდო, თუ „ქართული ოცნება“ აპირებს დამატებითი ნაბიჯები გადადგას, რომ გადადებულ სასამართლო პროცესზე გამოიყენოს ხელისუფლების ხელში არსებული ბერკეტები ნიკას გასათავისუფლებლად, ეს ვფიქრობ მხოლოდ მიეხმარება შეთანხმების შესრულებას და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო